Thumbnail

კომპანი და ძმები აზარები - ბელგიის საბოლოო შემადგენლობა ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბელგიის ნაკრების საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
  • რობერტო მარტინესმა სიაში ტრავმირებული ვენსან კომპანი მაინც შეიყვანა

ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის გუნდის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 

რუსეთში გასამართ მუნდიალზე ბელგიის ნაკრები G ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად პანამის (18 ივნისს), ტუნისისა (23 ივნისს) და ინგლისის (28 ივნისს) ნაკრებები ეყოლება.

ბელგიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან საბოლოო გუნდში ვერ მოხვდნენ მეკარე მატც ზელსი (ანდერლეხტი), მცველები: კრისტიან კაბასელე (უოტფორდი, ინგლისი) და ჯორდან ლუკაკუ (ლაციო, იტალია), თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე (კრისტალ პალასი, ინგლისი).

სარეზერვო მოთამაშის სტატუსი მცველმა ლორან სიმანმა (ლოს ანჯელესი, MLS) მიიღო.

რობერტო მარტინესი ტრავმირებულ ვენსან კომპანის ვერ ელევა

რობერტო მარტინესის საბოლოო გუნდში ბოლო წუთამდე საეჭვო იყო სიტის ცენტრალური მცველის ვენსან კომპანის ყოფნის საკითხი. 32 წლის ფეხბურთელმა 2 ივნისს, პორტუგალიასთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში საზარდული იტკინა და 55-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. საბოლოოდ კომპანის არათუ რუსეთში გამგზავრება გადაწყდა, ის გუნდის კაპიტანიც იქნება. 

ბელგიის ნაკრების 23-კაციანი გუნდი მუნდიალზე ასე გამოიყურება:

► მაკარეები: ტიბო კურტუა (ჩელსი, ინგლისი), სიმონ მინიოლე (ლივერპილი, ინგლისი), კუნ კასტელსი (ვოლფსბურგი).

► მცველები: ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემი, ინგლისი), დედრიკ ბოატა (სელტიკი, შოტლანდია), ლეანდერ დენდონკერი (ანდერლეხტი), ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), თომას მონიე (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), თომას ვერმალენი (ბარსელონა, ესპანეთი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი, ინგლისი).

► ნახევარმცველები: იანიკ კარასკო (დალიან იფანი, ჩინეთი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ნასერ შადლი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), მუსა დემბელე (ტოტენჰემი, ინგლისი), მარუან ფელაინი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ედენ აზარი (ჩელსი, ინგლისი), თორგან აზარი (გლადბახი, გერმანია), ადნან იანუზაი (რეალ სოსიედადი, ესპანეთი), იური ტილემანსი (მონაკო), აკსელ ვეტსელი (ტიანცზინ ციუნცზიანი, ჩინეთი).

► თავდამსხმელები: მიში ბაჩუაი (დორტმუნდი, გერმანია), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი),  დრის მარტენსი (ნაპოლი, იტალია).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები