Thumbnail

კონფერენსლიგა | 1/16-ფინალური წყვილები გაირკვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ნიონში კონფერენსლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. განმარტებისთვის თავიდანვე უნდა ითქვას: კონფერენსლიგის 1/16-ფინალში არ ითამაშებს ის 8 გუნდი, რომლებმაც თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს, რადგან მათ პირდაპირ მერვედფინალის საგზური მოიპოვეს და ამგვარად, პლეი ოფის პირველი სტადიისგან თავისუფლები არიან.

1/16-ფინალში 16 გუნდი ითამაშებს - კონფერენსლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნები, რომლებიც განთესილები იყვნენ და პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ, რაც ცხადია, გარკვეული სახის უპირატესობაა, ხოლო ევროპალიგის ჯგუფის მესამეადგილოსნები, რომლებიც განუთესავები იყვნენ, პირველ შეხვედრებს შინ ჩაატარებენ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: როგორც იცით, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ მოქმედებს! ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ორი მატჩის ჯამში ფრე ფიქსირდება, ავტომატურად დამატებითი დრო ინიშნება - მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი გოლი გაიტანა სტუმარმა გუნდმა რომელიმე დუელში.

კონფერენსლიგის 1/16-ფინალის წყვილები

მარსელი (საფრანგეთი) V ყარაბაღი (აზერბაიჯანი)

პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) V მაკაბი თელ-ავივი (ისრაელი)

ფენერბაჰჩე (თურქეთი) V სლავია (ჩეხეთი)

მიდტიულანდი (დანია) V პაოკ (საბერძნეთი)

ლესტერი (ინგლისი) V რანდერსი (დანია)

სელტიკი (შოტლანდია) V ბოდო გლიმტი (ნორვეგია)

სპარტა (ჩეხეთი) V პარტიზანი (სერბეთი)

რაპიდი (ავსტრია) V ტოტენჰემი (ინგლისი)/ვიტესი (ნიდერლანდები)

კონფერენსლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 17 თებერვალს, საპასუხო კი 24 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრას, 25 თებერვალს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები