- "მატჩ ტვ" დინამო თბილისის ფეხბურთელის მიმართ კრასნოდარის ინტერესზე წერს
- 19 წლის ნახევარმცველზე კომენტარი ქართველმა საფეხბურთო ექსპერტმაც გააკეთა
რუსული “მატჩ პრემიერის” პირდაპირ ეთერში არხის წამყვანმა ალეკსანდრ პოიდამ განაცხადა, რომ დინამო თბილისის ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ, შესაძლოა, კარიერა კრასნოდარში განაგრძოს. ინფორმაცია ტელეკომპანიას ქართველმა საფეხბურთო აგენტმა ბესიკ თედორაძემ დაუდასტურა.
“ლომინაძე სიმაღლეში 194 სანტიმეტრია, ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში თამაშობს და კარგი ტექნიკა აქვს. მას თამაში, როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ისე ცენტრალურ მცველადაც შეუძლია. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და კრასნოდარისთვის სამომავლოდ კარგი შენაძენი იქნება. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.
რატომ გახდა რუსეთში ტრენდი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შეძენა? იმიტომ, რომ მათი დონე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ინგლისის ნაკრებს მოვუგეთ, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, თან ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ. ბევრი მაგარი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი მოთამაშე,”- თქვა თედორაძემ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში.
19 წლის ნოდარ ლომინაძე დინამო თბილისში ოზურგეთის მერცხალიდან გადავიდა. ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონში დინამოს განაცხადში 6-ჯერ მოხვდა და ერთხელ ითამაშა. ლომინაძეს, რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრია, 'ტრანსფერმარკტი' 50 000 ევროდ აფასებს.
კომენტარები