Thumbnail

ტაისონ ფიური მომღერლის როლში - 'ბოშათა მეფემ' ბობ არუმს დაბადების დღე მიულოცა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ტაისონ ფიურიმ ბობ არუმს დაბადების დღე სიმღერით მიულოცა
  • არუმი ლეგენდარული პრომოუტერია, ფიური ძალიან კარგი შოუმენია

ბობ არუმი ლეგენდარული პრომოუტერია - 50 წელზე მეტია, კრივის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კაცად მიიჩნევა. კარიერა ჯერ კიდევ 60-იან წლებში, მუჰამედ ალისთან ერთად დაიწყო და დღემდე, ყველაზე დიდი ბრძოლები მის გარეშე არ იმართება. არუმს რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს 90 წელი შეუსრულდა. გუშინწინ საღამოს ის ნიუ იორკის ლეგენდარულ 'მედისონ სკვერ გარდენში' იმყოფებოდა ვასილი ლომაშჩენკოს ბრძოლაზე. ამ დროს რინგზე ტაისონ ფიური გამოჩნდა და შოუც დაიწყო.

ფიურიმ გადაწყვიტა, არუმისთვის დაბადების დღე ხმაურიანად მიელოცა და რინგიდან, დარბაზთან ერთად არუმის საპატივცემულოდ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. 'ბოშათა მეფეს' სიმღერა ძალიან უყვარს და ხშირად გასართობად მღერის კიდეც. როგორც შაბათს გამოჩნდა, მისი ვოკალური და შოუმენური მონაცემები საკრივოს ძალიან ბევრითაც არ ჩამოუვარდება...

კომენტარები

ბოლო ამბები