- ლენოვო ტენერიფე 60:75 ბარსელონა | შერმადინი: 17 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი
- ქართველ ცენტრს საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა
გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთ-ერთ ლიდერ ბარსელონასთან 60:75 წააგო, ქართველ კალათბურთელს კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (23) ჰქონდა.
შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:02 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 5-ვე ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო ანუ შეტევაში 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგი ტენერიფელთა მხრიდან ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, ბარსელონას კი ნიკოლა მიროტოჩმა ულიდერა 18 ქულით. აღსანიშნავია, რომ ლენოვო ტენერიფემ პირველი მეოთხედი მოიგო, შემდეგ კი კატალონიური კლუბის უპირატესობა აშკარა იყო.
ტენერიფეს 8 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 დეკემბერს სტუმრად ფუენლაბრადასთან ჩაატარებს.
კომენტარები