Thumbnail

ბოლო რბოლის ბოლო წრეზე! ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ჩემპიონია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის გამარჯვებულის ბედი ბოლო რბოლის ბოლო წრეზე გაირკვა! მსოფლიოს ჩემპიონი რედ ბულის 24 წლის ნიდერლანდელი პილოტი მაქს ფერსტაპენი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ რბოლაში უშუალო კონკურენტ ლუის ჰემილტონს დიდი ჩამორჩენა ამოუქაჩა და გადამწყვეტი მანევრით კარიერის პირველი ტიტული დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის გრან პრის, სადაც ჩემპიონი უნდა გარკვეულიყო, პილოტები ქულათა თანაბარი რაოდენობით (369.5) შეხვდნენ. ბოლო 2 რბოლისგან განსხვავებით, პოულ-პოზიცია ამჯერად ფერსტაპენს ჰქონდა, თუმცა, ლიდერობა პირველივე წრეზე დათმო.

სტარტი ნამდვილად დრამატული გამოდგა. ლუისმა მკვეთრი მანევრი განახორციელა, მაქსმა ის ტრასიდან განდევნა, თუმცა, ბრიტანელმა გზა მოჭრა და ისევ პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა. ეპიზოდი ნამდვილად არაერთგვაროვანი იყო რედ ბულმა გააპროტესტა კიდეც, თუმცა, ვერაფერს მიაღწია და მათი ფავორიტი მდევრის როლში აღმოჩნდა.

ფერსტაპენი ჰემილტონის დასაწევად ენერგიას არ იშურებდა, გადამწყვეტი კი ტრასაზე გამოსული უსაფრთხოების მანქანა აღმოჩნდა (ნიკოლას ლატიფის ავარიის შემდეგ), რამაც ნიდერლანდელს მოულოდნელი შანსი გაუჩინა. რესტარტი ზუსტად ბოლო წრეს დაემთხვა, მსუბუქ რეზინას გადასული მანქანით მოძრავმა ფერსტაპენმა შიდა მხრიდან გასწრება მოახერხა, ჰემილტონს კონტრშეტევის საშუალება აღარ მისცა და მას 0.064 წამით აჯობა.

საბოლოო ჩათვლა

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 395,5 ქულა
2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 387,5
3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 226
4. სერხიო პერესი (რედ ბული) - 190
5. კარლოს საინსი (ფერარი) - 164,5
6. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 160
7. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 159
8. დანიელ რიკარდო (მაკლარენი) - 115
9. პიერ გასლი (ალფა ტაური) - 110
10. ფერნანდო ალონსო (ალპინი) - 77

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 613,5
2. რედ ბული -  585,5
3. ფერარი - 323,5
4. მაკლარენი - 155
6. ალფა ტაური - 142
7. ასტონ მარტინი - 77
8. უილიამსი - 23
9. ალფა რომეო - 13
10. ჰაასი - 0

კომენტარები

ბოლო ამბები