- "ლომამ" კომის ქულებით მოუგო
- განელი ნოკაუტს რამდენჯერმე გადაურჩა
2 გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და პროფესიონალმა მოკრივემ - ვასილი ლომაჩენკომ, პროფესიულ რინგზე მე-18 ბრძოლა ჩაატარა და მე-16 გამარჯვების მოპოვება შეძლო. უკრაინელმა, მედისონ სქვეარ გარდენში განელი რიჩარდ კომი დაამარცხა.
33 წლის ლომაჩენკო, ტეოფიმო ლოპესთან მარცხის შემდეგ მეორე ბრძოლა მოიგო. კომიმდე, მან იაპონელი მასაიოში ნაკატანი დაამარცხა, რომელსაც მე-9 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია და ლოპესთან მარცხის შემდეგ რეაბილიტირება შეძლო.
"ლომამ" ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ შემდეგი ჩხუბისთვის ბევრი კანდიდატი არსებობს, მაგრამ მისთვის ალბათ ყველაზე სასურველი, ბერძნული წარმოშობის ავსტრალიელთან - ჯორჯ კამბოსოსთან დაპირისპირება იქნება, რომელიც დაუმარცხებელია და ამჟამად IBF, WBO, WBA ქამრებს ფლობს.
მაგრამ ამ დაპირისპირებას ერთი მოკრივე უშლის ხელს - დევიდ ჰეინი, 23 წლის ამერიკელი, რომელიც WBC ქამარს ფლობს და კამბოსოსთან ბრძოლის მთავარი კანდიდატია.
კომენტარები