Thumbnail

მაქქოუსა და კარტერთან - გორგოძე ფანებმა RugbyPass-ის პირველ XV-ში შეიყვანეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

რამდენიმე დღის წინათ, გამოცემა RugbyPass-მა თავის დიდების დარბაზში ყველა დროის 12 საუკეთესო რვა ნომერი შეიყვანა, მათ რიგებში მოხვდა ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძემ, რომელმაც სპორტს თავი 2020 წელს დაანება. 12-ეული ასე გამოიყურებოდა: კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო'ოიალო, დუეინ ვერმიულენი, ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სკოტ ქვინელი, პიერ სპისი და მამუკა გორგოძე.

ამის შემდეფ ფანებს RugbyPass-ზე 12-დან ერთი უნდა შეერჩიათ, რომელიც ფანების ყველა დროის პირველ XV-ში მოხვდებოდა. ფანებმა არჩევანი მამუკა გორგოძეზე შეაჩერეს, რომელმაც 1 508 ხმა მიიღო. მამუკამ მეორე ადგილზე მყოფ სამხრეთაფრიკელ დუეინ ვერმიულენზე სამჯერ მეტი ხმა მიიღო. აღსანიშნავია, ისიც, რომ საუკეთესო 7 ნომრებში გამარჯვებულ რაგბის ლეგენდას, რიჩი მაქქოუს (ახალი ზელანდია) მასზე 100 ხმით ნაკლები აქვს მიღებული. 

RugbyPass-ის ფანების 15-ეულში 7 მოთამაშე ან ახალზელანდიელია, ან სამხრეთაფრიკელი, გამონაკლისი მხოლოდ გორგოძეა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს.

RugbyPass. ფანების პირველი XV. დღევანდელი მდგომარეობა

1. ოს დუ რანდტი (სამხრეთ აფრიკა)
2. შონ ფიტცპატრიკი (ახალი ზელანდია)
3. ოუენ ფრენკსი (ახალი ზელანდია)
4. ებენ ეტცებეტი (სამხრეთ აფრიკა)
5. ვიკტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა)
6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია)
7. რიჩი მაქქოუ (ახალი ზელანდია)
8. მამუკა გორგოძე (საქართველო)
9. აარონ სმითი (ახალი ზელანდია)
10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია)

მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში 16 წლის განმავლობაში 75 კეპი მოაგროვა და 27 ლელო გაიტანა. ის ნაკრებიდან 2017 წელს წავიდა, თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასზე დაბრუნდა და იაპონიაში "ბორჯღალოსნების" რიგებში ითამაშა. 2020 წელს, როცა პანდემიამ სარაგბო სეზონი შეაჩერა, მამუკამ საკლუბო კარიერაც დაასრულა. კარიერის განმავლობაში მას ლელოში, მონპელიეში და ტულონში უთამაშია.  

კომენტარები

ბოლო ამბები