Thumbnail

ტოტენჰემი-რენი აღარ გაიმართება - უეფამ გადაწყვეტილება მიიღო

  • ტოტენჰემისა და რენის დაპირისპირება კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდა
  • კონფერენსლიგის G ჯგუფის მე-6 ტურის მატჩის შედეგს უეფა განსაზღვრავს

უეფამ კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ერთმანეთთან ტოტენჰემსა და რენს უნდა ეთამაშათ. 

ეს შეხვედრა 9 დეკემბერს, ლონდონში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ინგლისურ კლუბში კორონავირუსის ინფექციამ იფეთქა და ამის გამო თამაშის გამართვა შეუძლებელი გახდა. ტოტენჰემში დაავადების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც უეფაში აცხადებენ, ტოტენჰემმა და რენმა თამაშის ჩატარების ახალ თარიღზე ვერ მოილაპარაკეს და მისი ჩატარება შეუძლებელია. ახლა შეხვედრის შედეგს უეფას საკონტროლო, ეთიკური და დისციპლინარული კომიტეტი დაადგენს. 

რენმა 5 შეხვედრაში 11 ქულა მოიპოვა და ვადამდე დაიკავა G ჯგუფში პირველი ადგილი. მეორე ვიტესი გახდა (10 ქულა), ტოტენჰემი კი, რომელსაც 7 ქულა აქვს, ამჟამად მე-3 პოზიციაზეა. ჯგუფში ბოლო 3 ქულით მურაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები