Thumbnail

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ძალოსნობაში, დღეს ფიცარნაგზე კახი ასანიძე (73 კგ.) გავიდა, რომელიც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ვაჟია.

ასანიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. ქართველმა ძალოსნმა უშეცდომოდ 138, 142 და 145 კგ დააფიქსირა, რაც ხსენებულ დისციპლინაში საბოლოოდ მე-6 შედეგი გამოდგა. აკვრაში კახიმ ჯერ 162 კგ-იანი შტანგა დაძლია, მერე 168 კგ-საც გაუმკლავდა, ხოლო 171 კგ ვეღარ ასწია და აკვრაში დაფიქსირებული 168 კგ-ით მე-10 ადგილი  ერგო.

ორჭიდში 21 წლის ქართველი ძალოსანის შედეგი 313 კგ გამოდგა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონტი საბოლოოდ, მე-8 პოზიციაზე დაასრულა.

კახი ასანიძე

ატაცი: 138 კგ. ✅,  142 კგ. ✅, 145 კგ. ✅

აკვრა: 162 კგ. ✅, 168 კგ. ✅, 171 კგ. ❌

მსოფლიოს ჩემპიონი ინდოელი ერვინ რაჰმატ აბდულა გახდა, რომელმაც ორჭიდში 343 კგ დააფიქსირა და სულ მცირედით აჯობა ალბანელ ბრიკელ კალიას, რომლის შედეგი 342 კგ გამოდგა. სხვათა შორის, ჩემპიონის ვინაობა დრამატულ ბრძოლაში გაირკვა და ინდოელმა მეტოქეს ბოლო ცდით გაასწრო.

13 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე (89 კგ.) იასპარეზებს, მომდევნო დღეებში კი ტაშკენტში ძალებს ირაკლი გობეჯიშვილი, ანტონ პლესნოი (ორივე – 96 კგ.), ზაზა ლომთაძე, ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (+109 კგ.) მოსინჯავენ. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, საქართველოს ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ (61 კგ.), როგორც ორჭიდში, ისე ატაცსა და აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები