Thumbnail

პრემიერლიგის მე-16 ტურში ლივერპული "ენფილდზე" ასტონ ვილას უმასპინძლებს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ თამაშის გამო მედიაში ყურადღებაა გაზრდილი, სტივენ ჯერარდია, რომელიც ახლა ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელია.

"მერსისაიდელების" ლეგენდა მწვრთნელის რანგში "ენფილდს" პირველად ეწვევა. 41 წლის სპეციალისტის მიზანი, რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვებაა. ჯერარდმა პრემიერლიგაში ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელის რანგში 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო.

მატჩის წინ პრესკონფერენციაზე სტივენ ჯერარდზე ისაუბრა ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმა. გერმანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სტივი ერთ დღეს მის ადგილს აუცილებლად დაიკავებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჯერარდი ლივერპულს უხელმძღვანელებს. ერთადერთი პრობლემა დროს ზუსტად შერჩევაა, რადგან ჩვენ ვნახეთ ფრენკ ლამპარდის შემთხვევა, რომელიც ჯერარდის სიტუაციის მსგავსია. სტივი ახალგაზრდა მენეჯერია და ახლა შესანიშნავად მუშაობს. ასე რომ, მან დრო სწორად უნდა შეარჩიოს ამ პოზიციის მისაღებად. დიახ, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ეს ყველასთვის კარგია", - განაცხადა კლოპმა ჯერარდზე. 

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 15 ტურის შემდეგ ლივერპულს 34 ქულა აქვს და მხოლოდ ქულით ჩამორჩება ლიდერ მანჩესტერ სიტის. ასტონ ვილა 19 ქულით ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები