Thumbnail

'არცკი ვიცი, კონფერენსლიგა რა ტურნირია' - ლესტერის მწვრთნელი დაბნეულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლესტერმა ნაპოლისთან წააგო და ევროპალიგის ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა
  • ბრენდან როჯერსის გუნდი ასპარეზობას უკვე კონფერენსლიგაში გააგრძელებს
  • 48 წლის სპეციალისტს უეფას ახალ ტურნირზე წარმოადგენაც არ აქვს

ლესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მისი გუნდის ევროპალიგიდან გამოვარდნის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

"მელიებმა" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მე-6 ტურში  სტუმრად ნაპოლისთან გადამწვყვეტი თამაში წააგეს (2:3), C ჯგუფში საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს და ახლა ასპარეზობას ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირში, კონფერენსლიგაში გააგრძელებენ.

"სიმართლე გითხრათ, არცკი ვიცი, რა ტურნირია ეს კონფერენსლიგა. მთელი ყურადღება ევროპალიგაში გამოსვლასა და ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს კვარტეტში გამარჯვებაზე, უარეს შემთხვევაში კი მეორე ადგილის დაკავებაზე მქონდა გადატანილი. 

კონფერენსლიგის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიცნობ მას. თუმცა, ამ ტურნირზე აუცილებლად ყველაფერში გავერკვევი", - აქვეყნებს 48 წლის ჩრდიოლეთირლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს ბრიტანული მედია. 

ლესტერი ევროპალიგიდან კონფერენსლიგაში გადაერთვება, რომლის 1/8-ფინალში გამოსვლის უფლების მოსაპოვებლად ჯერ პლეი ოფში ითამაშებს. წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება და ლესტერი მეტოქის ვინაობას შეიტყობს.

კომენტარები

ბოლო ამბები