Thumbnail
  • გენტი 1:0 ფლორა | გიორგი ჩაკვეტაძემ 70 წუთი ითამაშა
  • პარტიზანი 1:1 ანორთოსისი | თემურ ქეცბაიას გუნდი ევროთასებიდან გავარდა

უეფას კონფერენსლიგის B ჯგუფის ბოლო ტურში გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა ფლორას უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან 70 წუთი ითამაშა, ხოლო გენტმა ჯგუფი 13 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და კონფერენსლიგის მერვედფინალში გავიდა. 

ამავე ჯგუფში თემურ ქეცბაიას ანორთოსისი სტუმრად 1:1 დაუზავდა პარტიზანს. ქეცბაიამ გიორგი ლორია სკამზე დატოვა, ნიკა კაჭარავა კი მოედანზე 68-ე წუთზე შეიყვანა. 1/16 ფინალში სერბული კლუბი გავიდა, ხოლო ქართველი სპეციალისტის ანორთოსისი 6 ქულით მესამეა და ევროთასებს ეთიშება.

გიორგის ორი მომენტი შეექმნა - 38-ე წუთზე დრიბლინგით გაცდა მეტოქეს, მაგრამ კარს ააცილა. 67-ე წუთზე კი ფლორას გოლკიპერს ვერ აჯობა. მე-19 წუთზე მასთან უხეშობისთვის პიურგმა ყვითელი ბარათი მიიღო.

გიორგიმ კონფერენსლიგის 6 მატჩიდან სამში ითამაშა (1 საგოლე პასი). ის მოედანზე 7 ნოემბრის შემდეგ პირველად გავიდა. ჩაკვეტაძემ ამ სეზონში ყველა შეჯიბრში 15 მატჩში 1 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. 

თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ჩვენ ბოლო წუთამდე შანსი გვქონდა. კვიპროსში ფანები ამაყები იქნებიან - სერბეთის ჩემპიონს ვეთამაშეთ და შეგვეძლო მეორე გოლის გატანაც. ევროპული ოდისეა დასრულდა, ახლა ჩემპიონატზე გადავიტანთ კონცენტრაციას. ევროთასები დიდად განსხვავდება კვიპროსის ჩემპიონატიდან, ჯგუფში 5-6 ქულით მეტი უნდა გვქონოდა, მაგრამ გარკვეული შეცდომები დავუშვით. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ჩემპიონატში ყველაფერს გამოვასწორებთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები