Thumbnail

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ საიტზე 2021 წლის შეჯამებაში, ქვეყნები მოპოვებული ოქროს მედლების მიხედვით დაახარისხეს. ქალთა და ვაჟთა ჯამში 2021 წელს იაპონელთა დომინაცია იმდენად თვალშისაცემია, რომ სტატიის სათაური ასეთია: "იაპონია და სხვები".

"პანდემიით თუ მის გარეშე, არის რაღაც, რაც არ იცვლება. ახლა, როცა წლის ძიუდოს მსოფლიო ტური დასრულებულია და შესვენებაა, სტატისტიკას შევხედეთ. იაპონურით ვიწყებთ. ყურადღებას ოქროს მედლებზე ვამახვილებთ, რომ გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. ვსაუბრობთ ძიუდოს ტურზე და მასტერებზე, თუმცა არ ვეხებით მსოფლიოს ჩემპიონატს. ათ ტურნირში იაპონელებმა 28 ტიტული მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ამ ათი ტურნირიდან 4-ში ისინი საერთოდ არ მონაწილეობდნენ" - წერს საიტი. მეორე ადგილზე საფრანგეთი გავიდა ქალთა ძიუდოს ხარჯზე, მესამეზე კი - რუსეთი. საქართველო მეოთხეა, ნიდერლანდები - მეხუთე. ვაჟთა შორის საქართველო მხოლოდ იაპონიას ჩამორჩება. 

ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე მე-3 ადგილი დაიკავა

IJF-ს ახლანდელი რეიტინგ-ლისტი საბოლოოა, რადგან წლის ბოლომდე ტურზე აღარ არის არცერთი შეჯიბრება. ძიუდოს სეზონი კი 11-ში პარიზსა და პრაღაში დასრულდება, სადაც ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა გაიმართება კლუბებს შორის. ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს "გოლდენ გორი". 

საბოლოო რეიტინგში ყველაზე მეტი ქულა (6 710) აქვს ბელგიელ მატიას კასეს (-81 კგ), 24 წლის ძიუდოისტს, რომელმაც წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი და აბუ-დაბის გრანდ სლემი მოიგო, ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტოკიოში მან გზიდან ტატო გრიგალაშვილი ჩამოიცილა, რომელსაც 6 692 ქულა აქვს. ის წონაში მეორეა და ზოგადადაც (ქულებით). გაგაცნობთ ვაჟთა შორის საუკეთესო სამეულებს და ყველა ქართველი ძიუდოისტის მდგომარეობას, რომლებიც წონის ასეულში მაინც მოხვდნენ. 

ორ წონით კატეგორიაში ქართველი პირველი ნომერია: 73-ში ლაშა შავდათუაშვილი და 90-ში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ორში მეორე ნომერი: 66-ში ვაჟა მარგველაშვილი, 81-ში ტატო გრიგალაშვილი. ერთ წონაში მესამე ნომერია - 100-ში - ვარლამ ლიპარტელიანი. მხოლოდ ორ წონაში სამეულში არავინ არის საქართველოს წარმომადგენელი ყველაზე მსუბუქ და ყველაზე მძიმეში. ამასთან, 60-ში ათეულშიც არ არის ქართველი ძიუდოისტი. ქალთა შორის მხოლოდ ერთი წარმომადგენელია წონის ათეულში - ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) მეშვიდეა. 

IJF-ის  წლის საბოლოო რეიტინგი

- 60 კგ

1. იან იუნ ვეი (ტაივანი) - 5 240 ქულა
2. იაგო აბულაძე (რუსეთი) - 4 091
3. კიმ ვონ ინი (ს. კორეა) - 3 516
... 18. თემურ ნოზაძე (საქართველო) - 2 174
... 21. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 1 878
... 28. ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო) - 1 320
... 52. გიორგი სარდალაშვილი (საქართველო) - 700

- 66 კგ

1. ბაულ ანი (ს. კორეა) - 5 348
2. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 4 460
3. ბასხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი) - 4 000
... 22. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო) - 1 638

- 73 კგ

1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 5 475
2. ცოგთბაათარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი) - 5 388
3. ჩანგრიმ ანი (ს. კორეა) - 4 006
... 32. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1 240
... 59. ალეკო მამიაშვილი (საქართველო) - 580
... 96. ჯუმბერ მელაძე (საქართველო) - 272 

- 81 კგ

1. მატიას კასე (ბელგია) - 6 710
2. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) - 6 692
3. შაროფიდინ ბოლთაბოევი (უზბეკეთი) - 4 456
... 36. ლუკა მაისურაძე (საქართველო) - 1 055
... 49. გიორგი შერაზადიშვილი (საქართველო) - 720

- 90 კგ

1. ლაშა ბექაური (საქართველო) - 5 780
2. დავლათ ბობონოვი (უზბეკეთი) - 5 736
3. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) - 4 904
... 9. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 3 120
... 17. ლუკა მაისურაძე (საქართველო) - 1 990
... 84. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 260 
... 93. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 225

- 100 კგ

1. არმან ადამიანი (რუსეთი) - 5 744
2. შეიდი ელნაჰასი (კანადა) - 5 081
3. ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 4 882
... 10. ილია სულამანიძე (საქართველო) - 3 194
... 27. ონისე სანებლიძე (საქართველო) - 1 985
... 61. მიხეილ ჯაფარიძე (საქართველო) - 442
... 81. გიორგი ჩიქოვანი (საქართველო) - 290

+ 100 კგ

1. ტამერლან ბაშაევი (რუსეთი) - 6 250
2. რაფაელ სილვა (ბრაზილია) - 4 296
3. ინალ ტასოევი (რუსეთი) - 4 034
... 6. გელა ზაალიშვილი (საქართველო) - 3 541
... 9. გურამ თუშიშვილი (საქართველო) - 3 178
... 31. საბა ინანეიშვილი (საქართველო) - 1 210
... 36. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 993
... 63. ირაკლი დემეტრაშვილი (საქართველო) - 350
... 90. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 160

ქართველები ქალთა რეიტინგში

- 52 კგ: 33. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი - 1 137 ქულა; 90. მარიამ ჯანაშვილი - 160

- 57 კგ: 7. ეთერ ლიპარტელიანი - 3 324

- 63 კგ: 91. ინდირა სილაგაძე - 122

- 70 კგ: 54. მარიამ ჭანტურია - 424

+ 78 კგ: 94. სოფიო სომხიშვილი - 54.

კომენტარები

ბოლო ამბები