Thumbnail

Uncharted | ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშზე ფილმი გამოდის

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • თამაში PlayStation 5-ისთვის 2022 წლის 28 იანვარს გამოვა
  • ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და მარკ უოლბერგი შეასრულებენ

PlayStation 4-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ამავდროულად გაყიდვადი თამაშია Uncharted, რომლის მეოთხე სერიის გამოსვლამ დიდი გადატრიალება მოახდინა. 2017 წლის მონაცემებით, Sony Interactive-ის მიერ წარმოებულმა თამაშმა გლობალურ გაყიდვებში 41 მილიონ დოლარს მიაღწია.

Sony-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Uncharted: Legacy of Thieves Collection 2022 წლის 28 იანვარს გამოვა და მთლიანად  PlayStation 5-ის პლატფორმას მოერგება, ხოლო მოგვიანებით, დეველოპერები PC-ისა და Epic Games Store-ის მიმართულების დახვეწაზე იმუშავებენ. ასევე ცნობილია, რომ კოლექციაში Uncharted 4: A Thief's End და Uncharted: Lost Legacy-იც შევა.

Uncharted-ის მოყვარულები, 2022 წლის 18 თებერვალსაც მოუთმენლად ელიან, რადგან ამ დღეს თამაშის ისტორიაზე შექმნილი ფილმი გამოდის, რომელშიც მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები, ტომ ჰოლანდი და მარკ უოლბერგი თამაშობენ. 

მოთამაშეები, რომლებიც შეიძენენ ან განაახლებენ Uncharted: Legacy of Thieves Collection-ს playStation Store-ის მეშვეობით, ვაუჩერით დასაჩუქრდებიან და ფილმის ბილეთს მიიღებენ. ეს შეთავაზება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მცხოვრებ ადამიანებზე იმოქმედებს.

თამაშის ღირებულება playStation Store-ში 50 დოლარს შეადგენს. 

კომენტარები

ბოლო ამბები