Thumbnail

'ასეთია მწარე რეალობა' - ახლა ჩავის გამოწვევა ევროპალიგაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნი 3:0 ბარსელონა
  • ჩავის გაწვრთნლი გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
  • კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელამ მატჩი შეაფასა

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ბაიერნთან ჩემპიონტა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კატალონიურმა გრანდმა მინხენში ანგარიშით 0:3 წააგო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი ოფში, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ვერ ითამაშებს. ახლა ჩავის გუნდი ევროპალიგაზე გადაერთვება.

ბარსელონას ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, რომელიც გუნდში მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, "ალიანც არენაზე" გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა

"ბაიერნმა დღეს ყველანაირად გვაჯობა და ასეთია რეალობა. ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება, ძალიან ბეცრი შრომა დაგვჭირდება იმისთვის, რათა ბარსელონა დავაბრუნოთ იქ, სადაც ის ყოფნას იმსახურებს. ბარსელონა იმსახურებს იმას, რათა იბრძოდეს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და არა გამოვარდნას და ევროპალიგაში თამაშს. 

ევროპალიგა - ესაა ჩვენი რეალობა. ჩევნ ბარსა ვართ და ვალდებული ვართ, ყველა თამაში მოვიგოთ. დღეს მე მწარე რეალობის წინაშე დავდექი და ძნელია მისი მიღება. იმედი მქონდა, რომ წინააღმდეგობას გავწევდით, მაგრამ არ გამოვიდა", - თქვა ჩავიმ მატჩის შემდეგ. 

ბაიერნმა კატალონურ გუნდს საკუთარ მოედანზე უსანსოდ მოუგო

E ჯგუფიდან პირველი ადგილით ბაიერნი გავიდა (18 ქულა), მეორე ადგილით კი - ლისაბონის ბენფიკა (8), ხოლო ბარსელონა (7) ევროპალიგაზე პლეი ოფში (1/16-ფინალი) ითამაშებს. 

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს, ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები