Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და არც დამთავრდა - F ჯგუფში ბერგამოში დიდთოვლობის გამო თამაში ატალანტასა და ვილიარეალს შორის ვერ გაიმრთა. გუნდები 9 დეკემბერს ითამაშებენ და მაშინ გაირკვევა, ვინ გავა ამ ჯგუფიდან მეორე ადგილით. ვილიარეალს ქულაც ჰყოფნის მიზნის მისაღწევად. მანჩესტერს იუნაიტედი მეორე შემადგენლობით დაუზავდა იანგ ბოისს, რომელიც 5 ქულით გავარდა - 1:1. მეისონ გრინვუდმა ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა. 

ბერგამოში თამაში შეუძლებელი იყო

ზალცბურგმა ოკაფორის ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა სევილია, რომელიც 64-ე წუთიდან ჟოან ჟორდანის გაძევების გამო, 10 კაცით თამაშობდა. ამით ზალცბურგმა 10 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზე გავიდა G ჯგუფში და ბრძოლას 1/8 მერვედფინალში აგრძელებს. ამ ჯგუფიდან პირველი ადგილით საფრანგეთის ჩემპიონი ლილი გავიდა, სევილია ევროპალიგაზე გადაერთვება, ხოლო ვოლფსბურგი გავარდა. ზალცბურგი პირველი ავსტრიული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა.

ზალცბურგი პლეი ოფშია 

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალისტები

განთესილები: მანჩესტერ სიტი, ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, აიაქსი, რეალი, ბაიერნი, ლილი, იუვენტუსი.

განუთესავები: პსჟ, ატლეტიკო, სპორტინგი, ბენფიკა, ინტერი, ზალცბურგი, ჩელსი, ვილიარეალი ან ატალანტა.

F ჯგუფი

მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 იანგ ბოისი

გოლები: 1:0 გრინვუდი (9), 1:1 რაიდერი (42)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ჰენდერსონი (68. ჰიტონი) - ვან-ბისაკა, მატიჩი, ბაილი, შოუ (61. მენგი) - ლინგარდი (89. იქბალი), ვან დე ბეეკი, მატა (89. სევიჯი), დიალო (68. შორეტირი) - გრინვუდი, ელანგა

ატალანტა V ვილიარეალი

გადაიდო: დიდთოვლობა 

G ჯგუფი

ზალცბურგი 1:0 სევილია

გოლი: 1:0 ოკაფორი (50)

ვოლფსბურგი 1:3 ლილი

გოლები: 0:1 ბ. ილმაზი (11), 0:2 დევიდი (72), 0:3 ა. გომესი (78), 1:3 შტეფენი (89)

კომენტარები

ბოლო ამბები