Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფისა და მთლიანად ბოლო ტურის მთავარი დაპირისპირება მიუნხენში გაიმართა, სადაც ბაიერნმა, რომელსაც პლეი ოფი განაღდებული ჰქონდა, ბოლო ტურის წინ არცთუ მარტივ ვითარებაში აღმოჩენილ ბარსელონას უმასპინძლა.

კატალონიელებს მოგება სჭირდებოდათ საიმისოდ, რათა პლეი ოფის საგზური გარანტირებული ჰქონოდათ. სხვა შემთხვევაში, ჯგუფის პარალელურ მატჩში ბენფიკას ლისაბონში კიევის დინამოსთვის ვერ უნდა მოეგო, რაც ნაკლებად სავარაუდო ჩანდა...

სერხიო ბუსკეტსი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში წელს ვერ ითამაშებს


მაგრამ ჩავის გუნდი "ალაინც არენაზე" განადგურდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. ბარსელონას რბევას სათავე თომას მიულერმა დაუდო, შესვენებამდე კი უპირატესობა ორბურთიანი კი ლეროი სანემ გახადა. საბოლოო ანგარიში ჯამაილ მუსიალამ მეორე ტაიმში დაუსვა - 3:0.


ბენფიკამ ამავე ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი ხელიდან არ გაუშვა - საკუთარ მოედანზე - "და ლუშზე" კიევის დინამოს ორი უპასუხო გოლი პირველსავე ტაიმში, 5-წუთიან მონაკვეთში გაუტანა. ანგარიში რომან იარემჩუკმა გახსნა, შემდეგ კი მორაეს ჟილბერტომ გაიტანა. 

ამრიგად, კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ვერ გავიდა. ბოლოს ბარსელონას  მსგავსი რამ 2000/01 წლების სეზონში დაემართა, როდესაც მილანთან, ლიდსსა და ბეშიქთაშთან 8 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ამრიგად, E ჯგუფიდან პირველი ადგილით ბაიერნი გავიდა (18 ქულა), მეორე ადგილით კი - ლისაბონის ბენფიკა (8), ხოლო ბარსელონა (7) ევროპალიგაზე პლეი ოფში (1/16-ფინალი) ითამაშებს. 

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს, ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩატარდება. 

E ჯგუფი

ბაიერნი 3:0 ბარსელონა

გოლები: 1:0 მიულერი (34’), 2:0 სანე (43’), 3:0 მუსიალა (62’)

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ზიულე (78’ კუაისი), დევისი (61’ სარი) - ტოლისო (60’ როკა)-  კომანი (61’ რიჩარდსი), მუსიალა, მიულერი, სანჩო - ლევანდოვსკი (77’ ტილმანი)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - არაუხო, პიკე, ლონგლე, ალბა (31’ მინგესა) - გავი (86’ დემირი), ბუსკეტსი, დე იონგი (73’ პუჩი) - დესტი (46’ ნიკო), დეპაი, დემბელე (73’ დემბელე).

ბენფიკა 2:0 კიევის დინამო

გოლები: 1:0 რომან იარემჩუკი (16’), მორაეს ჟილბერტო (22’)

კომენტარები

ბოლო ამბები