Thumbnail
  • ლენოვო ტენერიფე 83:99 ლუდვიგსბურგი
  • 32 წლის ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ესპანური ლენოვო ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, გუნდი გერმანულ ლუდვიგსბურგთან საშინაო მარცხისგან ვერ იხსნა – 83:99.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:46 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

გიორგი შერმადინს ლუდვიგსბურგთან შედეგიანი მატჩი ჰქონდა

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ტენერიფელთა რიგებში ის მხოლოდ ურუგვაელ ბრუნო ფიტიპალდის (24) ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულას 6 პასი წაამატა.

საინტერესოა, რომ ლენოვო ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 2 მარცხი განიცადა და ორივე – ლუდვიგსბურგთან. ესპანური გუნდის აქტივში 3 გამარჯვებაა, მე-2 ადგილზე იმყოფება, ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით შეხვედრას კი 21 დეკემბერს, სტუმრად, იტალიურ სარდინიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები