Thumbnail
  • ჩელსის ქულები და პირველი ადგილი ბოლო წამებზე დააკარგინეს
  • იუვენტუსმა ტურინში მშვიდად მოიგო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი H ჯგუფშიც დასრულდა. ამ ჯგუფში ორივე საგზურის ბედი გარკვეული იყო, მხოლოდ პირველადგილოსნის ბედი იყო უცნობი. იუვენტუსმა შერეული შემადგენლობით, მშვიდად, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მალმიო - 1:0. გამარჯვების გოლი პირველივე ტაიმში მოიზე კინმა გაიტანა. მალმიო ქულით დაემშვიდობა ევროთასებს.

აი, სანკტ პეტერბურგში კი, ზენიტისა და ჩელსის მატჩში სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა - ჩელსი მე-2 წუთზე ტიმო ვერნერმა დააწინაურა. ამ შემთხვევაში, ჯგუფს პირველ ადგილზე ლონდონური კლუბი ასრულებდა, მაგრამ პირველივე ტაიმში რუსეთის ჩემპიონმა ორი გოლი გაიტანა. 

ტიმო ვერნერმა დუბლი და საგოლე პასი მიითვალა

მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე შეცვლაზე შესული პულიშიჩის პასით ვერნერმა დუბლი შეასრულა და ჩელსი ისევ პირველზე გადავიდა. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ოზდოევმა შესანიშნავი გოლით იუვენტუსი პირველ ადგილზე გადაიყვანა - 3:3. 

საინტერესო ფაქტები

⚽ თომას ტუხელის გუნდმა 2019 წლის აპრილის მერე პირველად გაუშვა ზედიზედ ორ მატჩში 3-3 გოლი.

⚽ 2020 წლის მერე პირველად ჩელსის ფეხბურთელმა ერთ თამაშში შეძლო გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც. მაშინაც და ახლაც ეს ტიმო ვერნერმა გააკეთა.

⚽ რომელუ ლუკაკუ ჩემპიონთა ლიგაზე 4-ჯერ დაუპირისპირდა რუსულ კლუბებს და ყველა მატჩში გოლი გაიტანა (სულ 5 გოლი).

⚽ ტიმო ვერნერმა 83-ე წამზე გაიტანა, ეს ჩელსის ისტორიაში უსწრაფესი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე.

⚽ იუვენტუსმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი.

⚽ მოიზე კინი (21 წლის 283 დღის) გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი, ვინც იუვენტუსის მაისურით გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. პირველი ალესანდრო დელ პიეროა - მას კინის ასაკამდე 6 გოლი აქვს ლიგაში გატანილი.

H ჯგუფი

იუვენტუსი 1:0 მალმიო

გოლი: 1:0 კინი (18)

იუვენტუსი (3-5-2): პერინი - რუგანი, ბონუჩი, დე ვინტერი (71. დე შილიო) - ბერნარდესკი (82. კუადრადო), ბენტანკური (90. მირეტი), არტური, რაბიო, ალექს სანდრო - დიბალა (46. მორატა), კინი (90. და გრაკა)

ზენიტი 3:3 ჩელსი

გოლები: 0:1 ვერნერი (2), 1:1 კლაუდინიო (38), 2:1 აზმუნი (41), 2:2 ლუკაკუ (62), 2:3 ვერნერი (85), 3:3 ოზდოევი (94)

ჩელსი (3-4-1-2): კეპა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, სარი - ჰადსონ-ოდოი (65. პულიშიჩი), ჯეიმსი, ბარკლი (65. ზიეში), საულ ნიგესი (75. მ. ალონსო) - მაუნტი - ლუკაკუ (75. ჰავერტცი), ვერნერი  

კომენტარები

ბოლო ამბები