Thumbnail
  • გენტი კონფერენსლიგის ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრას ფლორასთან გამართავს
  • ჰეინ ვანჰეზებრუკმა 22 წლის ქართველი ნახევარმცველი მატჩის განაცხადში შეიყვანა
  • გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე ერთი თვეა არ გასულა

გიორგი ჩაკვეტაძე გენტის განაცხადში გამოჩნდა. ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 22 წლის ქართველი ნახევარმცველი კონფერენსლიგის მატჩის 22-კაციან განაცხადში შეიყვანა.

გენტი 9 დეკემბერს, კონფერენსლიგის B ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრაში ესტონურ ფლორას უმასპინძლებს. ბელგიურ გუნდს 10 ქულით, ტურნირის 1/8-ფინალში თამაში ჯგუფში პირველი ადგილით განაღდებული აქვს.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე ბოლოს 7 ნოემბერს, ჟუპილერ ლიგაში, სერენის წინააღმდეგ გავიდა. მას შემდეგ გიორგი საქართველოს ნაკრებში ნოემბრის მატჩებისთვის იყო ჩამოსული, მაგრამ არ უთამაშია და ტრავმის მიზეზით შეკრება ნაადრევად დატოვა. 

გენტში დაბრუნებული ჩაკვეტაძე განაცხადში ერთხელ მოხვდა (ანორთოსისთან სათადარიგოთა შორის იყო), შემდეგ კი ჰეინ ვანჰეზებრუკს ის უკვე სიაშიც აღარ შეყავდა. მწვრთნელმა ამაში თავად ქართველი ფეხბურთელი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გიორგი ვარჯიშებზე "არაფერს აკეთებდა".

როგორც ჩანს, ამჯერად ვანჰეზებრუკი ჩაკვეტაძეს შანსს კიდევ აძლევს.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში გენტის ღირსება ყველა ტურნირის 14 შეხვედრაში დაიცვა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები