Thumbnail

ინძაგიმ ნესტა დაამარცხა! ვენეცია სერია A-ში გადმოსვლისთვის იბრძვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვენეცია 3:0 პერუჯა - ინძაგის მომდევნო მეტოქე პალერმოა
  • ჩიტადელა 2:2 ბარი - ბარის სამი მოთამაშე გაუძევეს

იტალიის სერია B-ში პლეი ოფის მატჩები მიმდინარეობს. გუნდები სერია A-ს ერთი საგზურისთვის იბრძვიან. წელს სერია B-დან უმაღლეს ლიგაში ემპოლი და პარმა აღზევდნენ. ერთი საგზურისთვის ბრძოლა კი რვა გუნდმა დაიწყო. მეოთხედფინალში ერთმანეთს ფილიპო ინძაგის ვენეცია და ალესანდრო ნესტას პერუჯა შეხვდნენ - ინძაგის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პალერმო იქნება.

ჩიტადელასა და ბარის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, მსაჯმა დამატებით დროში ბარის სამი ფეხბურთელი გააძევა. ამ ეტაპზე თერთმეტმეტრიანების სერია არ ინიშნება და მომდევნო ეტაპზე ჩიტადელა გავიდა, რადგანაც ამ გუნდმა რეგულარულ სეზონში უკეთესი პოზიცია დაიკავა.

პირველი ნახევარფინალური მატჩები 6 ივნისს გაიმართება, ხოლო მეორე შეხვდრები - 10 ივნისს.

ნახევარფინალები

ვენეცია V პალერმო;   ჩიტადელა - ფროსინონე

კომენტარები

ბოლო ამბები