Thumbnail
  • დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში საბურთალომ სამგურალი დაამარცხა
  • თბილისელები საქართველოს თასს ისტორიაში მეორედ დაუფლნენ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ქუთაისში გაიმართა: თბილისის საბურთალომ წყალტუბოს სამგურალი 1:0 დაამარცხა და თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული ფინალის ერთადერთი გოლი მატჩის 65-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა, რომელმაც ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ წყალტუბოელთა კარში ბურთი თავით გადაგზავნა.

საბურთალომ კლუბის არსებობის ისტორიაში მე-4 ტიტული მოიგო (ერთხელ ჩემპიონი იყო, ერთხელ სუპერთასი მოიგო, ორჯერ კი საქართველოს თასი). აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა საქართველოს თასზე ბოლო 3 წელში მეორედ გაიმარჯვეს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე კი სამწვრთნელო კარიერაში პირველ ტიტულს დაეუფლა. ამ ტრიუმფით საბურთალომ კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

სამგურალი 0:1 საბურთალო 

გოლი: 0:1 იური ტაბატაძე (65)

სამგურალი (4-2-3-1): მაქსიმე ქვილითაია, ომარ პატარკაციშვილი, ლუქმან გილმორი (72. დემურ ჩიხლაძე), სერგო კუხიანიძე, პაპუნა ფონიავა (81. გიორგი ბუხაიძე), ნიკა კალანდარიშვილი, ალექსანდრე ვერულიძე (72. გრიგოლ დოლიძე), ლევან ქურდაძე, ირაკლი ლექვთაძე (72. დათო კირკიტაძე), შალვა ბურჯანაძე, თედო კიკაბიძე

საბურთალო (3-4-3): ოთო გოშაძე, ნიკოლოზ მალი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ჯგერენაია, შოთა ნონიკაშვილი, იური ტაბატაძე (81. აკაკი შულაია), თორნიკე ძებნიაური, გიორგი გულიაშვილი, ლევან კაკუბავა, გიორგი გოჩოლეიშვილი (76. ლევან ნონიკაშვილი), დმიტრი მანდრიჩენკო (92. ლაშა კოხრეიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები