Thumbnail

TEKKEN 7 | საქართველოს ეროვნულ ლიგაში ვითარება დაიძაბა - წინ გადამწყვეტი დოჯოა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • Duelist-მა ზედიზედ ორი დოჯო მოიგო
  • კასრაძეს და ირემაშვილს 95-95 ქულა აქვთ
  • ტეკენის საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენს
  • ყველაფერი, რაც ტურნირის შესახებ უნდა იცოდეთ

საქართველოს ეროვნული ლიგა TEKKEN-ში 23 ნოემბერს დაიწყო. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ოთხ ნაწილად დაიყო. თითოეულ ეტაპს დოჯო ჰქვია, რომელიც კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს, კიბერარენაზე ტარდება. TOP 8 მოთამაშე, რომლებიც ოთხი დოჯოს ჯამში ყველაზე მაღალ ქულებს დააგროვებენ, ევროპაბეთის ზამთრის თასზე ასპარეზობის უფლებას მიიღებენ. ამ ეტაპამდე სამი დოჯო ჩატარდა, რომელშიც ლიდერები უკვე გამოიკვეთნენ, წინ კი გადამწყვეტი, ბოლო ტურნირია. ამ სტატიაში ქრონოლოგიურად მიმოვიხილავთ გასული სამი დოჯოს შედეგებს.

23 ნოემბერს, ტეკენის მოყვარულები 'საიბერ არენაში' შეიკრიბნენ და პირველი დოჯოს დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ. ჩემპიონატის წინ მთავარ ფავორიტად დავით კასრაძე (Ultra Instinct Potato) მოიაზრებოდა, რომელიც IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატიდან ახალ დაბრუნებული გახლდათ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ტურნირზე გამოჩნდა გუგა ირემაშვილი (Duelist17), რომლის ხილვა დამატებით ინტრიგას ბადებდა. ჩემპიონატი double elimination-ის პრინციპით წარიმართა. პირველ დოჯოზე ლოგიკური სცენარი განვითარდა: კასრამ ჩემპიონობა არავის დაუთმო და კონკურენტებს საკმაოდ დომინანტური სტილი შესთავაზა. მეორე ადგილზე ლუკა გვაზავა (monad) გავიდა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა. რაც შეეხება Duelist-ს - ის ყველასთვის მოულოდნელად, ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. 

მეორე დოჯო ერთი კვირის შემდეგ, 30 ნოემბერს ჩატარდა. ჩემპიონატს დამატებით ხიბლს სძენდა ის ფაქტი, რომ ახალ მოთამაშეებს ყოველ დოჯოში ჩართვა და მონაწილეობა შეეძლოთ. წინა ტურნირზე განცდილი მარცხის შემდეგ, გუგა ირემაშვილს სათანადო დასკვნები გაკეთებული ჰქონდა და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ის გამარჯვებულთა ფინალში კასრასთან დამარცხდა, შემდეგ დამარცხებულთა ბადეში გადაინაცვლა და იქიდან მოიპოვა გრანდფინალის საგზური, სადაც ყველასთვის წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა - “დიდ ჩემპიონს,” ზედიზედ ორჯერ მოუგო და მეორე დოჯოს ჩემპიონი გახდა. 

მესამე დოჯო უკვე გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა, რომელშიც დაძაბულობამ და სანახაობამ საგრძნობლად იმატა. ტურნირს ხმაურიანი აფიშა უძღოდა წინ: “შეძლებს თუ არა კასრაძე ირემაშვილთან რევანშის აღებას?”. შეჯიბრში კარგი შედეგები აჩვენეს “old school-ის” წარმომადგენლებმა, Gilclan-მა და Kingkoka-მ, რომლებიც ქართული ტეკენის სამყაროში ყველაზე ქარიზმატული მოთამაშეები არიან. ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა Duelist-მა, რომელმაც პრინციპული მეტოქე Ultra Instinct Potato კიდევ ერთხელ დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა მოიპოვა. სატურნირო ცხრილში კი ვითარება ძალიან დაიძაბა.

ბოლო დოჯოს წინ, სატურნირო ცხრილში ვითარება ძალიან დაიძაბა

წინ ბოლო, გადამწყვეტი დოჯოა. ამ ეტაპზე, Ultra Instinct Potato-სა და Duelist 17-ს თანაბარი, 95-95 ქულა აქვთ. მესამე ადილს Monad იკავებს, რომელსაც 35 ქულა აქვს. განვლილ დოჯოებზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ქართული ტეკენის “სენსეიდ” წოდებული ენო წულაძე (worgen), რომელსაც მხოლოდ 6 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. აღსანიშნავია, GigLon-ის, G helsing-ისა და Giorgi-ის კარგი თამაში, რომლებიც TOP 8-ში მოსახვედრად იბრძვიან. ჯერ-ჯერობით სასურველ ფორმაში ვერ შევიდნენ რემი ფიფია (Hibachi), გიორგი ჯაფარიძე (JEMAL J) და გიორგი მაღლაკელიძე (EMINEM). მათ ვითარების გამოსასწორებლად მხოლოდ ერთი დოჯო აქვთ.

მომდევნო კვირაში საუკეთესო რვა მოთამაშის ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებიც ევროპაბეთის ზამთრის თასზე ითამაშებენ. მათგან ყველაზე მაღალქულიანი ორი მოთამაშე გრანდფინალს სპორტის სასახლეში ითამაშებს. ტეკენის საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 2500 ლარს მიიღებს. 

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა. მათგან ერთი, რატი ნანავა eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები