Thumbnail
  • ალექს მერკვილაძის გუნდმა სეზონში მე-6 მატჩში მოიგო
  • ცოტნე ცარციძე ნორზ დაკოტას სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა

NCAA-ში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს. 19 წლის ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტმა ტულსას უნივერსიტეტს სტუმრად 60:55 მოუგო. ლოიოლა ვესტ კოსტის კონფერენციის ბინადარია, სადაც 6-3 ბალანსით მე-7 ადგილზეა. 11 დეკემბერს მერიმაუნტი ნიუ მექსიკო სტეიტს უმასპინძლებს. მერკვილაძემ სათადარიგოებიდან ყველაზე მეტი ითამაშა - 21 წუთი. მან 3 ქულა (სამქულიანი), 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ალექსმა სამქულიანით ანგარიში 12:3 გახადა. 

მერკვილაძე ტულსას უნივერსიტეტის წინააღმდეგ

ცოტნე ცარციძის ნორზ დაკოტა სტუმრად კალიფორნია ბაპტისტთან დამარცხდა - 71:89. დაკოტელები სამიტ ლიგაში თამაშობენ, სადაც 3-7 ბალანსით მე-8 პოზიციაზე არიან. 10 დეკემბერს ცარციძის გუნდი ისთ ვაშინგტონს უმასპინძლებს. ცარციძე სასტარტოში იყო, მან 21 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.  

📺 | ცოტნე ცარციძის 2-ქულიანი კალიფორნიასთან

ბუკა ფეიქრიშვილის AIC-მა (NCAA II დივიზიონი) სტუმრად ნიუ ჰეივნის უნივერსიტეტთან წააგო - 52:69. ფეიქრიშვილმა 19 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 9 დეკემბერს ფეიქრიშვილის გუნდი ასუმპშნ კოლეჯს ხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები