Thumbnail

JINGLE HELL - ინგლისური კლუბები უმაყურებლო Boxing Day-ს უფრთხიან

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ახალი ომიკრონ შტამის გამო, შესაძლოა, ინგლისში მატჩები უმაყურებლოდ გაიმართოს
  • ახალი რეგულაციები კლუბებს დიდ ფინანსურ და კომერციულ ზარალს მიაყენებს

ბრიტანულ მედიაში იუწყებიან, რომ პრემიერლიგაში, შესაძლოა, უახლოესი თამაშები გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონია.

თავდაპირველად იგეგმება, რომ მოედანზე მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე ადამიანები შეუშვან, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩებზე დასწრებას არავაქცინირებული გულშემატკივრები ვეღარ შეძლებენ. მიუხედავად ამისა ვარაუდობენ, რომ ეს რეგულაცია ხანგრძლივი გამოსავალი ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემში კოვიდ-აფეთქებაა. The Athletic-ის ცნობით, კორონავირუსი გუნდის ექვს ფეხბურთელმსდა სამწვრთნელო შტაბის ორ წევრს დაუდასტურდა (მათი ვინაობა არ სახელდება). შედეგად, მათ 10-10 დღე იზოლაციაში უნდა გაატარონ. შესაბამისად, ბრიტანეთის მთავრობა სერიოზულად ფიქრობს სპორტულ ღონისძიებებზე ახალი რეგულაციების შემოღებას.

პრემიერლიგაში დეკემბერში შემჭიდროებული გრაფიკია. საშობაოდ ტრადიციულად იქნება Boxing Day, რომელიც უმაყურებლოდ ჩატარების შემთხვევაში კლუბებს დიდ ფინანსურ და კომერციულ ზარალს მოუტანს, რადგან ეს პერიოდი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

კომენტარები

ბოლო ამბები