Thumbnail
  • ლივერპული ჯუდ ბელინგემის დამატებას მომავალ ზაფხულს შეეცდება
  • იურგენ კლოპს გუნდის ნახევარდაცვაში ვეტერანების სიმრავლე აწუხებს

ინგლისელი ფეხბურთელის ჯუდ ბელინგემის გადაბირება ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს. ეს გასაკვირი არაა, რადგანაც ის 18 წლის ასაკში უკვე დორტმუნდის ბორუსიას ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. ახალგაზრდა ნახევარმცველს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა, თითქმის წარმოუდგენელია ბორუსიამ ამდენი ხნით შეინარჩუნოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბელინგემისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს ლივერპული. იურგენ კლოპს სურს ნახევარდაცვაში ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატოს, რადგანაც ჯეიმს მილნერი (35 წლის), ტიაგო ალკანტარა (30) და ჯორდან ჰენდერსონი (31) უკვე ასაკში არიან.

ლივერპული ბელინგემის დამატებას 2022 წლის ზაფხულში შეეცდება, მაშინ როდესაც სხვა გრანდების, მათ შორის პრემიერლიგის კლუბების (მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და ჩელსი) მთავარი სამიზნე ჯუდის თანაგუნდელი ერლინგ ჰაალანდი იქნება.

ჯუდ ბელინგემი დორტმუნდის ბორუსიაში 2020 წელს ბირმინგემიდან გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, აქტივში კი 2 გოლი და 5 საგოლე პასი გააჩნია. 

კომენტარები

ბოლო ამბები