Thumbnail
  • მერანი 2:0 ტორპედო | შუქურა 0:0 გაგრა
  • საპასუხო მატჩები 12 დეკემბერს გაიმართება

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი-ოფების პირველი შეხვედრები მარტვილსა და ქობულეთში გაიმართა.

მარტვილში, ადგილობრივმა მერანმა ქუთაისის ტორპედო მიიღო და 2:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველი გოლი მარტვილელთა მალელმა თავდამსხმელმა შეიკნე სილამ გაიტანა, მეორე გოლი კი კიჭი მელიავამ შეაგდო - მართალია, პენალტი ლევან შოვნაძემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას მარტვილელთა კაპიტანმა აჯობა.

ქობულეთში კი ერთმანეთს შუქურა და გაგრა დაუპირისპირდნენ. მატჩი 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები შეხვედრის მე-20 წუთიდან 10-კაცით თამაშობდნენ - წითელი ბარათი ლაშა თოთაძემ მიიღო.

პლეი-ოფის საპასუხო მატჩები კვირას, 12 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები