Thumbnail

The Athletic-ის შემს შარანიას ექსკლუზიური ინფორმაციით, გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი საკადრო ცვლილებებს გეგმავს, რომლებიც აუცილებლად აისახება 22 წლის ქართველი ცენტრის მომავალზე. 

საბონისთან და ტერნერთან კონკურენციის გამო, გოგა ამ სეზონშიც ცოტას თამაშობს

ცნობილი ჟურნალისტის ცნობით, ვინც NBA-ში ძალზე სანდრო წყაროდ ითვლება, პეისერსს რეორგანიზაცია აქვს ჩაფიქრებული. კლუბი მზად არის ტრეიდზე დააყენოს კარის ლევერტი და ვარსკვლავური ტანდემიდან ერთ-ერთი - ან დომანტას საბონისი ან მაილს ტერნერი. 

ინდიანას ცუდი სტარტის (10-16 ბალანსი) შემდეგ გადატვირთვა სურს. რიკ კარლაილის გუნდი აღმოსავლეთში, სადაც 15 გუნდი თამაშობს, მე-13 პოზიციაზეა და 4 მოგებით ჩამორჩება პლეი ინის "გრაფიკს". ინდიანას გეგმებში ზემოთ ნახსენებ სამეულთან ერთად სასურველი ტრეიდის "ხურდაში" ახალბედა კრის დუარტეს (რომელსაც აშკარად კარგი სტარტი აქვს NBA-ში), კიდევ ერთი ახალბედის აიზია ჯეკსონის და ფორვარდ ტი ჯეი უორენის დამატებაც შეუძლიათ. როგორც ხედავთ, სავარაუდო წამსვლელთა სიაში არ არის გოგა ბითაძე, მაგრამ არიან მისი კონკურენტები საბონისი ან ტერნერი, ასევე ჯეკსონი. 

გოგა ბითაძე ინდიანამ NBA-ის დრაფტის მე-18 ნომრად 2019 წელს აირჩია. გოგა უკვე მესამე სეზონია ასოციაციაში, მაგრამ ცოტას თამაშობს, რადგან პეისერსი ორი ნომინალური ცენტრით თამაშობს ხუთეულში (საბონისი, ტერნერი) და გოგასთვის სათამაშო დრო თითქმის არ რჩება.  

კომენტარები

ბოლო ამბები