Thumbnail
  • მატეო კოვაჩიჩს Covid-19 დაუდგინდა და თვითიზოლაციაში გადავიდა
  • ხორვატი ლაზარეთიდან დაინფიცირებამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდა

ლონდონის ჩელსის გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავია. მატეო კოვაჩიჩს Covid-19 დაუდასტურდა და ხვალ სანკტ-პეტერბურგის ზენიტის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში "არისტოკრატებს" ვერ დაეხმარება.

საინტერესოა, რომ ხორვატი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს ტრავმის (ბარძაყის პრობლემა ჰქონდა) შემდეგ მხოლოდ გუშინ დაუბრუნდა, დღეს კი კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა და ისევ მინდორს მიღმა აღმოჩნდა.

27 წლის ნახევარმცველის გამოკლების შემდეგ, ჩელსის მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს პრობლემები დაემატა. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ზენიტთან ტრავმების გამო ვერ ითამაშებდნენ ბენ ჩილუელი, ნ’გოლო კანტე, ჟორჟინიო და ჩალობა, ახლა კი, ყველაფერს კოვაჩიჩის ინფიცირებაც დაემატა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ ლონდონელებს 12 ქულა აქვთ და პლეი ოფში გასულები არიან. ერთადერთი, რაც გასარკვევი დარჩა, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობაა. ასევე 12 ქულა აქვს ტურინის იუვენტუსს, რომელიც ბოლო ტურში შვედურ მალმიოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები