Thumbnail

ფორმულა 1 | ვინ გახდება ჩემპიონი, თუ ორივე გავარდება - ყველა შესაძლო ვარიანტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაქსი თუ ლუისი - ვინ რა შემთხვევაში გაჩემპიონდება
  • პასუხები მთავარ კითხვებზე ბოლო რბოლის წინ

სეზონის დასრულებამდე ერთადერთი რბოლაა დარჩენილი, მაქს ფერსტაპენს და ლუის ჰემილტონს კი ერთნაირი ქულები აქვთ!

ფორმულა 1-ში ასეთი რამ 1974 წლის შემდეგ აღარ მომხდარა. მაშინ, ბოლო რბოლას თანაბარი ქულებით კლეი რეგაცონი (2006-ში გარდაიცვალა) და ემერსონ ფიტიპალდი (74 წლისაა) შეხვდნენ. ამ უკანასკნელმა ფინალურ რბოლაში მეტოქეს 3 ქულით აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

ამ სეზონის ბოლო რბოლა კი კვირას, აბუ დაბიში გაიმართება. განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი - ვინ როგორ შეიძლება გახდეს ჩემპიონი.

მაქსი თუ ლუისი - ვინ გახდება ჩემპიონი, თუ...

ორივე გავარდება: ჩემპიონობას ფერსტაპენი იზეიმებს, რადგან ამ სეზონში მას მეტი გრანპრი აქვს მოგებული (ფერსტაპენი  - 9, ჰემილტონი - 8).

ვერცერთი ვერ შევა ქულების ზონაში: ჩემპიონი ფერსტაპენი გახდება.

მაქსი რბოლას ლუისზე წინ დაასრულებს: ფერსტაპენი ჩემპიონი გახდება.

ჰემილტონი რბოლას მინიმუმ მე-8 ადგილზე და ფერსტაპენზე წინ დაასრულებს: ჰემილტონი ჩემპიონი გახდება.

ჰემილტონი მე-9 ადგილზე გავა, ფერსტაპენი მეათეზე და ჰემილტონი, ან ვერცერთი აიღებს ყველაზე სწრაფ წრეს: ჰემილტონი გახდება ჩემპიონი. 

ჰემილტონი და ფერსტაპენი სეზონის ბოლო რბოლას თანაბარი ქულებით ხვდებიან

ფერსტაპენი გავა მე-10 ადგილზე ყველაზე სწრაფი წრით (დამატებითი ქულა), ჰემილტონი კი მე-9 პოზიციას დაიკავებს: სეზონს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, მაგრამ ფერსტაპენი გახდება ჩემპიონი, რადგან წელს უფრო მეტი გრანპრი აქვს მოგებული.

ჰემილტონი გავა მე-10 ადგილზე ყველაზე სწრაფი წრით, ფერსტაპენი კი მე-9 პოზიციას დაიკავებს: მაქსი ჩემპიონობას იზეიმებს.

საერთო ჩათვლა ბოლო რბოლის წინ

1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 369,5 ქულა
2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 369,5
3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 218
4. სერხიო პერესი (რედ ბული) - 190
5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 158
6. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 154
7. კარლოს საინსი (ფერარი) - 149,5
8. დანიელ რიკარდო (მაკლარენი) - 115
9. პიერ გასლი (ალფა ტაური) - 100
10. ფერნანდო ალონსო (ალპინი) - 77

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 587,5
2. რედ ბული -  559,5
3. ფერარი - 307,5
4. მაკლარენი - 269
5. ალპინი - 149
6. ალფა ტაური - 120
7. ასტონ მარტინი - 77
8. უილიამსი - 23
9. ალფა რომეო - 13
10. ჰაასი - 0

კომენტარები

ბოლო ამბები