Thumbnail
  • 📅 8 დეკემბერი | 🏟 ქუთაისი | ⌚ 17:00 | ⚽ საბურთალო V სამგურალი
  • საქართველოს თასის ფინალს პოლონელი იაროსლავ პშიბილი განსჯის
  • სამგურალი და საბურთალო კონფერენსლიგის საგზურისთვისაც იბრძოლებენ

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

თბილისის საბურთალოსა და წყალტუბოს სამგურალის მატჩის მთავარი მსაჯი იაროსლავ პშიბილი იქნება, ასისტენტებად კი კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი იმუშავებენ. მე-4 არბიტრი ქართველია - ირაკლი კვირიკაშვილი. პშიბილმა ბოლოს 5 დეკემბერს, პოლონეთის ჩემპიონატში კრაკოვია-ლეგიას მატჩი (1:0) იმსაჯა, რომელშიც ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა.

საქართველოს თასის ფინალი 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება და ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მატჩს სტადიონის ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაესწრება.

თბილისის საბურთალოს საქართველოს თასი 2019 წელს აქვს მოგებული, ხოლო სამგურალი შარშანაც ფინალში იყო, მაგრამ მაშინ გაგრასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ამ შეხვედრაში გუნდები ტიტულის გარდა, ევროსაგზურისთვის იბრძოლებენ, რადგან გამარჯვებული გუნდი კონფერენსლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები