Thumbnail

ქართველებმა სუპერ რაგბიში ითამაშეს, სანვულვზი ბრამბისთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრამბისი 41:31 სანვულვზი
  • ჯაბა ბრეგვაძემ და ნიკოლოზ ხატიაშვილმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
  • იაპონური კლუბი ბოლო ადგილზე რჩება

ჯაბა ბრეგვაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის სანვულვზმა სუპერ რაგბიში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. სანვულვზი ავსტრალიურ ბრამბისს ესტუმრა და 41:31 დამარცხდა. ორივე ქართველი მორაგბე იაპონური კლუბის სათადარიგო სკამზე იყო. ჯაბა ბრეგვაძე მინდროზე 65-ე წუთზე გამოვიდა, ხოლო ხატიაშვილი 76-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრალიელებმა პირველი ტაიმი 19:10 მოიგეს, მეორე ნახევარში კი ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და სუპერ რაგბის მიმდინარე გათამაშებაში მე-5 გამარჯვება იზეიმეს. სანვულვზი 2 მოგებითა და 11 მარცხით ბოლო ადგილს იკავებს. იაპონური კლუბი სუპერ რაგბის ბოლო შეხვედრას 30 ივნისს, სამხრეთ აფრიკულ ბულსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები