Thumbnail

'ჩვენ ბარსა ვართ და შურისძიება გვინდა!' - დეპაი ბაიერნთან მატჩზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ბაიერნს შეხვდება
  • ესპანელებისთვის ეს მატჩი ფინალის ტოლფასია და შეცდომის უფლება არ აქვთ
  • მემფის დეპაი ოპტიმისტურადაა განწყობილი და გამარჯვების სჯერა

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში ბარსელონა სტუმრად მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან გასასვლელად 3 ქულის მოპოვება სჭირდება. კატალონიელთა ნიდერლანდები თავდამსხმელი მემფის დეპაი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ბაიერნთან რევანშის იმედიც აქვს. მოგეხსენებათ, მიუნხენელებმა პირველ ტურში "კამპ ნოუზე" 3:0 მოიგეს.

"გამარჯვებისთვის საჭიროა ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული ვიყოთ. ეს ფინალივით მატჩია, 90 წუთი გველის და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ცხადია, ბენფიკას მატჩის შედეგზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და მოგებას ვეცადოთ. რა თქმა უნდა, ბაიერნზე შურისძიება გვინდა, ალბათ, ეს ჩვენი ბოლო შანსია. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და დადებითი შედეგის მისაღწევად ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ყველაფერი რწმენით იწყება - ჩვენ ბარსა ვართ, ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია", - თქვა დეპაიმ.

შეგახსენებთ, რომ E ჯგუფში მიუნხენის ბაიერნს 15 ქულით პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს, ხოლო კიევის დინამომ ჯგუფში ბოლო პოზიცია დაიკავა. ბრძოლა მე-2 ადგილისთვის მიმდინარეობს და სიტუაცია ასეთია: ბარსელონა ბაიერნთან თუ მოიგებს, პლეი ოფში გავა, ხოლო თუ 3 ქულას ვერ მოიპოვებს (ფრის ან წაგების შემთხვევაში), მაშინ პარალელური მატჩს შედეგზე იქნება დამოკიდებული და კიევის დინამოს იმედად უნდა იყოს. ბენფიკა თუ ლისაბონში უკრაინულ გუნდს აჯობებს და ბარსა ბაიერნს ვერ დაამარცხებს, მერვედფინალში "არწივები" გავლენ, ესპანელები კი ევროპალიგაზე გადაინაცვლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები