Thumbnail

CIES ფეხბურთის ობსერვატორიამ თავის 359-ე გამოცემაში ევროპის TOP 5 ლიგების ყველაზე ძვირადღირებული 23-წლამდელი ფეხბურთელები დაასახელა. სიაში ერთი ქართველია - ვალენსიას 21 წლის გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი. ობსერვატორიამ ფეხბურთელთა ფასები CIES-ის ეკონომიკური მოდელის მიხედვით შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ობსერვატორია გიორგის 8 მილიონ ევროდ აფასებს, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე "ტრანსფერმარკტის" შეფასება - 3 მილიონი ევრო. 

"თეორიულად იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ჩვენი სიის სამი ფორვარდი, ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) და ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) თეორიულად შესაძლებელია, €150 მილიონად გაიყიდონ", - წერს გამოცემა. 

გოლკიპერებს შორის ყველაზე ძვირფასი ჯანლუიჯი დონარუმაა (პსჟ), ცენტრალურ მცველებში ერიკ გარსია (ბარსელონა), განაპირა მცველებში ალფონსო დევისი (ბაიერნი), დაცვითი ტიპის ნახევარმცველებში ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), შემტევ ნახევარმცველებში კი ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი). 

60 უძვირფასესი U23 ფეხბურთელიდან 17 პრემიერლიგის წარმომადგენელია, 14 - ბუნდესლიგის, 12 - ლა ლიგის, 10 - ლიგა 1-ის და მხოლოდ 7 მოთამაშეა სერია A-დან. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპე, რომელიც "ტრანსფერმარკტის" მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია (160 მილიონი ევრო) ობსერვატორიის სიაში 23-წლამდელთა შორისაც კი არ არის ხუთეულში. CIES მას "მხოლოდ" 80 მილიონად აფასებს. 

TOP 10 უძვირფასესი U23 ფეხბურთელი. CIES

1. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი, ნორვეგია) - €150 მილიონი
ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია) - €150 მილიონი
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) - €150 მილიონი
4. მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი) - €140 მილიონი
5. ჯეიდონ სანჩო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი) - €130 მილიონი
6. ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი) - €120 მილიონი
7. ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, პორტუგალია) - €100 მილიონი
8. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) - €80 მილიონი
მუსა დიაბი (ლევერკუზენი, საფრანგეთი - €80 მილიონი
იერემი პინო (ვილიარეალი, ესპანეთი) - €80 მილიონი

ყველაძე ძვირი მეკარეები (U23). CIES

1. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ. იტალია) - €80 მილიონი
2. ილან მელიე (ლიდსი, საფრანგეთი) - €40 მილიონი
3. დოღან ალემდარი (რენი, თურქეთი) - €15 მილიონი
ლუიშ მაქსიმიანო (გრანადა, პორტუგალია) - €15 მილიონი
ეტიენ გრინი (სტ. ეტიენი, ინგლისი) - €15 მილიონი
6. ალბან ლაფონი (ნანტი, საფრანგეთი) - €10 მილიონი
7. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველო) - €8 მილიონი
კრისტოფერ კლაესონი (ლიდსი, ნორვეგია) - €8 მილიონი
9. ხულიენ აგირეზაბალა (ბილბაო, ესპანეთი) - €7 მილიონი
ივორ პანდური (ვერონა, ხორვატია) - €7 მილიონი

კომენტარები

ბოლო ამბები