Thumbnail
  • HoopsHype-მა ყველა დროის საუკეთესო 75 არაამერიკელი კალათბურთელი დაასახელა
  • მათ გარდა ხმები კიდევ 22-მა კალათბურთელმა მიიღო, ერთ-ერთი ზაზა ფაჩულიაა

მას მერე, რაც HoopsHype-მა NBA-ის ყველა დროის 75 ლეგენდის სია გამოაქვეყნა და ამ პროექტს წილად დიდი წარმატება ხვდა, გამოცემამ ახალი სია წარადგინა: ამერიკელმა ჟურნალისტებმა ხმა მისცეს ყველა დროის საუკეთესო 75 არაამერიკელ კალათბურთელს. 

თავიდანვე ვიტყვით, რომ რჩეულთა შორის სიაში არ არის ქართველი, მაგრამ ხმების გარკვეული რაოდენობა მიიღო ზაზა ფაჩულიამაც. უბრალოდ, ის 75-ეულში ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სულ 22-მა კალათბურთელმა მიიღო ხმები, რომლებიც სიის გარეთ დარჩნენ. HoopsHype-ს, რომ 100 საუკეთესო დაესახელებინა, ზაზა ფაჩულია, ორგზის NBA-ის ჩემპიონი, რომელმაც საუკეთესო ლიგაში 16 სეზონი გაატარა, სიაში აუცილებლად მოხვდებოდა.   

"წარმოუდგენლად უფრო რთული გამოდგა, ვიდრე ჩვენი წინა პროექტი, რომელშიც ყველა მოთამაშე ნამდვილი ლეგენდა იყო. აქ კი ბევრი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი", - წერს გამოცემა. პირველ ადგილზე გავიდა ფინალების ორგზის MVP, სეზონის MVP, ორგზის ჩემპიონი და "ოლ სტარის" 6-გზის მონაწილე ნიგერიელი ჰაკიმ ოლაჯუონი, რომელიც NBA-ის ლეგენდების სიაში მე-11 ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზეა დირკ ნოვიცკი (გერმანია), მესამეზე კი სანდრო მამუკელაშვილის გუნდელი, ბერძენი სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო.    

75 დიდი არაამერიკელი კალათბურთელი.  HoopsHype. TOP 20

1. ჰაკიმ ოლაჯუონი (ნიგერია)
2. დირკ ნოვიცკი (გერმანია)
3. იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი)
4. სტივ ნეში (კანადა)
5. პაუ გასოლი (ესპანეთი)
6. ტონი პარკერი (საფრანგეთი)
7. მანუ ჯინობილი (არგენტინა)
8. ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი)
9. დიკემბე მუტომბო (კონგო)
10. მარკ გასოლი (ესპანეთი)
11. ლუკა დონჩიჩი (სლოვენია)
12. ალ ჰორფორდი (დომინიკის რესპ.)
13. რუდი გობერი (საფრანგეთი)
14. დრაჟენ პეტროვიჩი (ხორვატია)
15. იაო მინი (ჩინეთი)
16. პრედრაგ სტოიაკოვიჩი (სერბეთი)
17. ჯოელ ემბიიდი (კამერუნი)
18. არვიდას საბონისი (ლიეტუვა)
19. დეტლეფ შრემპფი (გერმანია)
20. ვლადე დივაცი (სერბეთი)

NBA-ის 75 ლეგენდა. TOP 10

1. მაიკლ ჯორდანი
2. ლებრონ ჯეიმსი
3. ქარიმ აბდულ-ჯაბარი
4. მეჯიკ ჯონსონი
5. ბილ რასელი
6. უილტ ჩემბერლენი
7. ლარი ბერდი
8. კობი ბრაიანტი
9. შაკილ ო'ნილი
10. ტიმ დანკანი 

კომენტარები

ბოლო ამბები