Thumbnail

ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ტულის არსენალის 20 წლის ქართველი გარებარბი, რომელმაც სტუმრად ხიმკისთან მოგებულ შეხვედრაში (2:1) ეფექტური გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს, Whoscored-ის ანალიტიკოსებმაც გამოარჩიეს.

ცნობილმა საიტმა ზურიკოს ხიმკისთან თამაში 8.4 ბალით შეაფასა (უფრო მაღალი შეფასება ტურის საუკეთესო 11-ეულში მხოლოდ ერთ მოთამაშეს აქვს) და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა.

ზურიკო დავითაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა საიტმა ФНК-ამაც, რომელიც წერს:

"შესვენების შემდეგ ზურიკოს გამოფხიზლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა იმის, რის გამოც არსენალმა ხიმკიში მატჩის ბედის შემოტრიალება მოახერხა. დავითაშვილი მარცხენა ფრთაზე კრეისერული ტემპით დაქროდა, 61-ე წუთზე კი ბრწყინვალე შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 

ფაქტია: დავითაშვილმა ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა და სამივე მატჩში არსენალმა გამარჯვება იზეიმა. როცა ზურიკო იტანს, ტულელები 3 ქულას იწერენ". 

ტულის არსენალმა 19 ქულა დააგროვა და რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 11 დეკემბერს, სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები