Thumbnail

თავის ჩარტყმა და გაწევ-გამოწევა - ქოჩორაშვილი გრანადასთან გააძევეს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ლევანტე 2-ის ნახევარმცველი გრანადას მეორე გუნდთან მატჩში გააძევეს
  • 22 წლის ქართველი ფეხბურთელი სეზონში მესამე შეხვედრას ატარებდა

ვალენსიური ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გრანადას მეორე გუნდთან მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს. 


გიორგიმ ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოირჩინა და მინდორს თითქმის 3 თვის შემდეგ დაუბრუნდა. გუშინ კი, ლევანტე 2-ში სეზონის მესამე თამაშს ატარებდა, როცა შეხვედრის 77-ე წუთზე გრანადას გარემარბი კრისტიან გუტიერესის პროვოკაციას წამოეგო, მეტოქეს თავი მიარტყა და წითელი ბარათიც მიიღო.


იმ მომენტისთვის მასპინძლები 0:1 მარცხებოდნენ, მაგრამ გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 

გიორგიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 3 შეხვედრაში ლევანტე 2-ის მაისურით 1 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი ესპანეთის მე-4 ლიგის მეხუთე ჯგუფში 20 ქულით მე-10 ადგილს იკავებს - დასაწინაურებელ პოზიციას 1 ქულა აშორებს, გასავარდნს - 3. 

კომენტარები

ბოლო ამბები