Thumbnail

ტულის არსენალის გარემარბმა ზურიკო დავითაშვილმა სტუმრად ხიმკისთან ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც ულამაზესი გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. 

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, ეფექტური გოლი კი 61-ე წუთზე შეაგდო. ზურიკო მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. 

ზურიკო ხიმკი-არსენალის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. გვიხარია, რომ მოვიგეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. კარგია, როდესაც გოლს იტან, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე გუნდის გამარჯვება დგას. 
 
რთულია, როდესაც გუნდს ისეთი მოთამაშე აკლია, როგორიც ხლუსევიჩია. ვფიქრობ, თავად კარგი მატჩი ჩავატარე. მეორე ტაიმში ფლანგი მწვრთნელის მითითების გამო შევიცვალე. ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, რადგან ჩემთვის მოხერხებულია მარცხნივ თამაში", - თქვა დავითაშვილმა МАТЧ ПРЕМЬЕР-ის ეთერში. 

ზურიკო დავითაშვილმა ტულის არსენალის ღირსება ჩემპიონატის 15 შეხვედრაში დაიცვა და სამი გოლი გაიტანა. 

ტულის არსენალმა 19 ქულა დააგროვა და რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 11 დეკემბერს, სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები