Thumbnail

'მის შეცვლას შესვენებაზეც ვაპირებდი' - სლუცკიმ კვარაცხელია გააკრიტიკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რუბინი ნიჟნი ნოვგოროდთან დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელიამ 52 წუთი ითამაშა
  • ლეონიდ სლუცკი 20 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილო იყო

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ყაზანის რუბინი ნიჟნი ნოვგოროდთან 1:2 დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით კი ლეონიდ სლუცკი უკმაყოფილო დარჩა, რაც ნამატჩევს არც დაუმალავს.

ხვიჩამ 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ერთ წუთში კი სლუცკიმ ის შეცვალა და ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან ძალიან უკმაყოფილო გავიდა - ხელთათმანები მოისროლა და სათადარიგო სკამზე არ გაჩერებულა, პირდაპირ გასახდელში გაიქცა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე რუბინის მთავარ მწვრთნელს სწორედ ამის შესახებ დაუსვეს შეკითხვა:

ჟურნალისტი: რა არის ხვიჩას ასე ადრე შეცვლის მიზეზი? ხელთათმანების გადაგდებით თუ ვიმსჯელებთ, შეცვლით უკმაყოფილო იყო...

სლუცკი: არ ვიცი, კმაყოფილია თუ არა, მაგრამ მოედანზე მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, შეცვლას ჯერ კიდევ შესვენებაზე ვფიქრობდი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 14 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. რუბინი 22 ქულით მე-10 ადგილზეა და 11 დეკემბერს, სამარაში კრილია სოვეტოვს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები