Thumbnail

'იგივეს, მხოლოდ ლევანდოვსკიზე ვიტყოდი' - კლოპი ფილიპსით გაოცებულია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იურგენ კლოპი ფილიპსის პროგრესით გაოცებულია
  • გერმანელმა, პარალელი რობერტ ლევანდოვსკისთან გაავლო

იურგენ კლოპმა, ვულვერჰემპტონთან ბოლო წუთზე მოგებული მატჩის წინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კლუბის ცენტრალური მცველის - ნათანიელ ფილიპსის პროგრესი 'გასაოცარია'.

"ხალხი მეკითხება ხოლმე, რომელმა ფეხბურთელმა განიცადა ყველაზე დიდი პროგრესი ჩემ ხელში. ვამბობდი ხოლმე, რომ ეს რობერტ ლევანდოვსკია, მაგრამ ახლა იმასაც ვიტყვი, რომ ნათანიელ ფილიპსიც არ არის ამ კუთხით მისგან შორს."

"მახსოვს როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, ვუთხარი, რომ კარგი საყურებელი არ იყო. მას შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი გამოასწორა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, ვისთანაც მიმუშავია."

"მიუხედავად ამ საოცარი პროგრესისა, მას ჩვენთან თამაში არ უწევს. ცხოვრება ხშირად უსამართლოა, გვესმის, რომ ამ კონდიციაში ლივერპულში დიდხანს არ დარჩება, მაგრამ ახლა ძალიან გვჭირდება. მის გარეშე თავს დაუცველად ვიგრძნობთ." - ამბობდა კლოპი ფილიპსზე.

კომენტარები

ბოლო ამბები