Thumbnail

ლევანდოვსკის დუბლი Der Klassiker-ში, ბაიერნმა დორტმუნდს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაიერნმა დორტმუნდს აჯობა და 4 ქულით გაასწრო
  • რეკორდმაისტერმა დორტმუნდს ზედიზედ მეშვიდედ მოუგო

ბუნდესლიგის მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართა. "Der Klassiker"-ში დორტმუნდის ბორუსიამ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ორი სწრაფი გოლი გავიდა - იულიან ბრანდტმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, რასაც რობერტ ლევანდოვსკიმ 4 წუთში უპასუხა. ნაგელსმანის გუნდი ტაიმის მიწურულს მაინც დაწინაურდა. ბაიერნი 44-ე წუთზე წინ კინგსლი კომანმა გაიყვანა - 1:2.

დორტმუნდმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყო. ერლინგ ჰაალანდმა დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მეორე თამაშში შეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ბაიერნმა მატჩი მაინც მოიგო. რობერტ ლევანდოვსკიმ 77-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ბაიერნს დორტმუნდთან ზედიზედ მე-7 მატჩი მოაგებინა.

ბაიერნი 34 ქულით ბუნდესლიგის ლიდერია, ხოლო დორტმუნდი 30 ქულით მეორე ადგილზეა. ლევანდოვსკი 16 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და პატრიკ შიკს, რომელმაც ფიურტთან პოკერი შეასრულა 4 გოლით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები