Thumbnail
  • საფრანგეთი 24:12 საქართველო
  • ბორჯღალოსნებმა მატჩის პირველი ლელო დადეს
  • ფრანგები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე შეხვედრა მასპინძელი საფრანგეთის წინააღმდეგ გამართა. ფრანგებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-9 წუთზე კარბონელიმ ჯარიმის გატანაც მოახერხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს მალევე უპასუხეს, ძალიან კარგი შეტევის შემდეგ, თორნიკე ჯალაღონიამ მოახერხა ლელოს დადება, რომელიც გელა აფრასიძემ გარდასახა. ფრანგებმა უპირატესობის მოპოვება შეძლეს და შესვენებამდე ორი ლელო დადეს - 24-ე და მე-40 წუთებზე, რითიც პირველი ტაიმი 17:7 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყიში ფრანგებმა კიდევ ერთი ლელოს დადება შეძლეს, რითიც 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად ფრანგების დიდი უპირატესობისა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეორე ლელოს დადება მაინც შეძლეს. ფრანგებმა შეცდომა დაუშვეს, რითიც ქართველმა მორაგბეებმა კარგად ისარგებლეს და ოთარ ძაგნიძის ლელოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. სამწუხაროდ, გარდასახვის გატანა ვერ მოხერხდა.

საფრანგეთმა შეხვედრა 24:12 მოიგო.

უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ახალი თაობის პროგრესი აშკარაა. საქართველო წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთთან თბილისში 54:0 დამარცხდა, ხოლო წელს უკვე მეტოქეს საფრანგეთში ორი ლელო დაუდო. უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო მატჩს 7 ივნისს, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები