Thumbnail

'ბავშვები ოცნებებს უნდა ისრულებდნენ' - ანჩელოტი მბაპეს ტრანსფერზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პსჟ-ს ვარსკვლავის 'სამეფო კლუბში' გადასვლაზე ისევ ბევრს საუბრობენ
  • ამჯერად, გარკვეული მინიშნება რეალის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ფრანგული პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის კილიან მბაპეს “სამეფო კლუბში” ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და გარკვეული მინიშნება გააკეთა.

ცნობისთვის, 22 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა კომიქსების სახით ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც ბავშვობის ოცნებაზე ისაუბრა, როდესმე მადრიდის რეალის მაისური მოერგო.

“ბავშვებმა ოცნებები უნდა აისრულონ. თავის დროზე ჩემი ოცნება სერია A-ში თამაში იყო და ამას მივაღწიე”, - განაცხადა ანჩელოტიმ.

საინტერესოა, რომ მბაპეს რეალში გადასვლის შესახებ დიდი ხანია იწერება, თუმცა, კონკრეტიკამდე საქმე ჯერ არ მისულა. ნოემბერში გაჩნდა ასეთი ინფორმაციაც: კილიანმა მადრიდულ გრანდს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, რომ მათთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ იქ იურგენ კლოპი დახვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები