Thumbnail

'კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი ამოქმედდა' - დინამო თბილისი ანანიძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო თბილისმა ჯანო ანანიძის გუნდიდან გაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ 29 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება, მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტის მიხედვით არ გაუხანგრძლივა.

მოგეხსენებათ, მანამდე ანანიძემ სოციალურ ქსელში დინამოდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, რომელშიც დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა.

"დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად. ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, დინამო თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა.

ვინაიდან მიმდინდარე მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა, კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს.

დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე დინამო თბილისმა თავისუფალი აგენტის სტატუსით აპრილში აიყვანა. მას 1+1 სისტემით კონტრაქტი გაუფორმეს. ჯანომ დინამოში ტრავმების გამო მხოლოდ 1 მატჩი (26 წუთი) ითამაშა.

დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი...

Posted by FC Dinamo Tbilisi on პარასკევი, 03 დეკემბერი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები