Thumbnail

ბენზემას რეალიდან წასვლა მოუწევს - ქარიმს მსურველი პრემიერლიგაში ჰყავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის რეალის 33 წლის ფორვარდით ლივერპული ინტერესდება
  • ფრანგი წინააღმდეგი არ არის, კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს

მადრიდის რეალი ახლო მომავალში შემადგენლობის მასშტაბურად გადახალისებას აპირებს. "სამეფო კლუბი" დორტმუნდიდან ერლინგ ჰაალანდის ან პარი სენ-ჟერმენიდან კილიან მბაპეს დამატებაზე ფიქრობს, ერთ-ერთი ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კი რეალიდან წასვლა ქარიმ ბენზემას მოუწევს. 

ფრანგ თავდამსხმელთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციით სურს ისარგებლოს ლივერპულმა. ესპანური El Nacional-ის ცნობით, თავად ბენზემაც დადებითად უყურებს ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგების პერსპექტივას. 

ცნობილია, რომ ბენზემას დამატებით ასევე დაინტერესებულია პარი სენ-ჟერმენიც, რომელიც მადრიდელებს ქარიმის ჩართვას კილიან მბაპეს ტრანსფერში სთავაზობს, მაგრამ რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დიდად არ სურს პარიზელებისთვის თავისი ფეხბურთელის დათმობა, რადგან მათ ევროასპარეზზე უმთავრეს კონკურენტებად მიიჩნევს. შესაბამისად, ლივერპულს ქარიმის დამატების უკეთესი შანსი აქვს.

ფრანგი თავდამსხმელი შესაძლოა ენფილდზე გადაბარგდეს

33 წლის ქარიმ ბენზემა მადრიდის რეალის ღირსებას 2009 წლის ზაფხულიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ყველა საკლუბო ტურნირის 19 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები