Thumbnail
  • ედინსონ კავანი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას უკვე მეორე სეზონია იცავს
  • ურუგვაელ მოთამაშეს ინგლისიდან წასვლა და ბარსელონაში თამაში სურს

34 წლის ურუგვაელი შემტევი, ედინსონ კავანი მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებას გეგმავს და ახალი სეზონიდან ისევ ტოპ კლუბში ითამაშებს. ურუგვაელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მისი სურვილია, რომ კატალონიის ბარსელონაში ითამაშოს.

კავანიმ მედიასთან რამდენჯერმე განაცხადა, რომ კატალონიურ გუნდში თამაშზე ოცნებობს. ბარსელონას ამჟამად ურუგვაელის დამატების ფინანსური რესურსი არ აქვს. კლუბი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს სეზონის ბოლოს დაიწყებს, როცა ედინსონი თავისუფალი აგენტი გახდება.

კავანის ევროპული კარიერა პალერმოში დაიწყო, რის შემდეგაც ურუგვაელმა ნაპოლისა და პარი სენ ჟერმენში ითამაშა. ედინსონს მანჩესტერ იუნაიტედში ყველა ტურნირზე 18 გოლი აქვს გატანილი. მან ამ სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოასწრო. ურუგვაელმა ტოტენჰემთან შეძლო თავის გამოჩენა.

კომენტარები

ბოლო ამბები