Thumbnail
  • ვალენსია ესპანეთის თასის 1/64-ფინალში სტუმრად უტრილიასს ეთამაშება
  • ბორდალასი კარში ადგილს სამიდან ერთ-ერთ სათადარიგო მეკარეს ანდობს

ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ესპანეთის თასის 1/64-ფინალური მატჩის წინ იმ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებსაც ნდობას გამოუცხადებს და გიორგი მამარდაშვილიც ახსენა.

2 დეკემბერს "ღამურები" სტუმრად უტრილიასს დაუპირისპირდებიან, ბორდალასი კი ამბობს, რომ გუნდის ძირითად მეკარე იასპერ სილესენს აუცილებლად დაასვენებს და მოედანზე გასვლის შანსს სამიდან ერთ-ერთ სათადარიგო გოლკიპერს მისცემს.

"გარწმუნებით, სილესენი არ ითამაშებს. რივეროს, ხუამესა და მამარდაშვილს კი თანაბარი შანსი აქვთ და გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მივიღებთ. სამივე მეკარე ძალიან კარგად მუშაობს და თითოეულ მათგანს ვენდობით", - თქვა ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან.

ვალენსიას მთავარი მწვრთნელი ნდობას სამივე მეკარეს უცხადებს

გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში ზაფხულში, დინამო თბილისიდან იჯარით გადავიდა. ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერი თავდაპირველად კლუბის სარეზერვო გუნდში განიხილებოდა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების, უპირველესად კი, იასპერ სილესენის ტრავმის გამო, სეზონის სტარტზე ვალენსიას მეკარედ მოგვევლინა. 21 წლის მამარდაშვილმა, რომლის კონკურენტები გუნდში ასევე არიან ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო, ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის სტარტზე 6 მატჩში ითამაშა, სექტემბრის ბოლოდან კი ადგილი გამოცდილ ნიდერლანდელს დაუთმო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

კომენტარები

ბოლო ამბები