Thumbnail

ჭადრაკი | კარლსენი რუსს ვერ უგებს - შეინარჩუნებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს?

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • მაგნუს კარლსენსა და იან ნეპომნიაშის 4 მატჩის შემდეგ თანაბარი ქულები აქვთ
  • მსოფლიოს ჩემპიონი 16 დეკემბრამდე გამოვლინდება

ჭადრაკში, კაცებს შორის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენი დაპირისპირების მე-4 შეხვედრის შემდეგ, ნორვეგიელ დიდოსტატ მაგნუს კარლსენსა და რუს დიდოსტატ იან ნეპომნიაშის შორის ფრე ფიქსირდება - 2:2. 

ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატი 26 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში დაიწყო. ოთხივე გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა და დიდოსტატებმა 0,5 - 0,5 ქულა მოიპოვეს. მე-5 შეხვედრა, დღეს, პირველ დეკემბერს ჩატარდება. 

რეგლამენტის მიხედვით, მოთამაშეებს შორის 14 პარტია გათამაშდება. საპრიზო თანხა 2 მილიონი დოლარი გახლავთ, რომლის 60%-საც გამარჯვებული მიიღებს. თუ დუელი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, ამ შემთხვევაში მოგებულს 55% ერგება.

კარლსენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 2013 წლიდან ფლობს

მაგნუს კარლსენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 2013 წლიდან ფლობს. ნორვეგიელმა დიდოსტატმა ჩემპიონობა 3-ჯერ დაიცვა, ბოლო 2 შემთხვევაში კი ტაიბრეიკი დასჭირდა. თუ 31 წლის კარლსენი რუსს დაამარცხებს, მსოფლიო ჩემპიონის სატიტულო 5 შეხვედრა ექნება მოგებული, ამ მაჩვენებლით მიხაილ ბოტვინიკსა (სსრკ) და ვიშვანათან ანანდს (ინდოეთი) გაუთანაბრდება - წინ მხოლოდ ლასკერი, კასპაროვი და კარპოვი დარჩებიან, რომლებმაც 6-6 საჩემპიონო დუელში იმარჯვეს. 

იქამდე, მაგნუსს ნეპომნიაში ჰყავს დასამარცხებელი, რომელიც პირად შეხვედრებში ნორვეგიელს უგებს. კლასიკურ ჭადრაკში კარლსენსა და რუსს 13 მატჩი გაუმართავთ, აქედან 8 ფრედ დასრულდა, 4-ში ნეპომნიაშიმ გაიმარჯვა, კარლსენმა კი მხოლოდ ერთხელ მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები