Thumbnail

ხავიერ მასკერანო მწვრთნელობას იწყებს - სანაკრებო დონეზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას და ლივერპულის ექს-ნახევარმცველი მწვრთნელობას იწყებს
  • 37 წლის ხავიერ მასკერანო არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს ჩაიბარებს

ბარსელონას, ლივერპულისა და არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო უახლოს მომავალში თავისი ქვეყნის 20-წლამდეთა ნაკრებს ჩაიბარებს.

ამის შესახებ არგენტინული მედია წერს, რომლის ცნობით, 2014 წლის მუნდიალის ვერცხლის პრიზიორი თანამდებობაზე ფერნანდო ბატისტას შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ვენესუელას ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, ხოსე პეკერმანთან დასაქმდება. 

37 წლის მასკერანო, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა შარშან ნოემბერში დაასრულა, ბოლო დრომდე არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში მუშაობდა, სადაც მეთოდოლოგიისა და განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მასკერანომ ბარსელონასთან ერთად ჯამში 19 ტიტული მოიგო

ხავიერ მასკერანო დიდ ფეხბურთში მშობლიური რივერ პლეიტიდან მივიდა, კატალონიურ გუნდთან ერთად კი, რომლის ღირსებას 2010-2018 წლებში იცავდა, ხუთ-ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონობა და თასი, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მასკერანომ, რომელმაც კარიერის განმავლობაში ასევე ითამაშა კორინთიანსში, ვესტ ჰემში, ლივერპულში, ჰებეი ჩაინა ფორჩუნსა და ესტუდიანტესში, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 147 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები